საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტთა VII საფაკულტეტო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021 წლის 13-14 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება სტუდენტთა VII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სტუდენტს. ერთი მოხსენების ავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი (იხ. მოხსენების მომზადების წესი).

    მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე socpol.science@tsu.ge 2021 წლის 28 მარტის ჩათვლით.  ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „VII საფაკულტეტო კონფერენცია“. ელექტრონული ფოსტის მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

    აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 8 აპრილს. 

    კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციაზე იმუშავებს თემატური სექციები. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სექციებიდან შეირჩევიან გამარჯვებული მომხსენებლები. მათ მიერ ჟურნალის ინსტრუქციის შესამაბისად მომზადებული სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება ფაკულტეტის სტუდენტურ გამოცემაში „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (http://sjss.tsu.ge/).

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე socpol.science@tsu.ge

    თარიღი: 03/03/2021